English
?????????????

Georgia

Did you know that?

Georgia’s forests are threatened by unsustainable forest practices, illegal logging and grazing, climate change and others. Degradation and the loss of Georgia’s forests are caused by a number of factors which act together in a complex system. International and domestic markets in Georgia focus on profit and pay little or no attention to the environmental and social impacts of their activities. Because of the lack of alternative energy supplies, people in forest dependent communities are forced to cut trees illegally. National policy for the forestry sector is poorly developed while legal frameworks are weakened by gaps and conflicts in the laws.

The main objectives of the Program in Georgia are to contribute to establishing legal and sustainable forest management and practices, strengthening the rule of law, and enhancing local livelihoods. The ENPI FLEG Program is funded by the European Union. The three implementing partners of the program in Georgia are the World Bank, WWF and IUCN. 

The country work plan for Georgia includes four sets of activities: 

  • Raising awareness on FLEG, public involvement in decision making and strengthening communication capacities of key institutions; 
  • Increasing national ownership and improving FLEG planning and monitoring by national institutions; 
  • Training and capacity building of decision makers and specialists from stakeholder authorities for improved forest governance and law enforcement; 
  • Regional/cross country collaboration and knowledge sharing. 

Under the main activities there are specific ongoing activities in Georgia:

An introductory leaflet was printed in English and Georgian. The ENPI-FLEG Electronic Newsletter is disseminated on a quarterly basis and the national website www.enpi-fleg.ge is up and running.

A meeting on of voluntary forest certification and national sustainable forest management standards took place in Tbilisi on May 5. The meeting was organized by WWF in the framework of the ENPI FLEG program. Please, see link

Journalist shooting during field trip by S.Pirgaru

Country specific media monitoring and analyzing plans and strategies to work with journalists are being developed by IUCN under the media component. The information database on journalists working in the environmental field is also prepared and is regularly updated. The training in Environmental Civil Journalism was carried out in Abastumani, May 14-17, 2010. 19 journalists (total 80 applicants) representing national and regional media, including newspapers, radio, TV stations, internet portals, news agencies and media related organizations were selected based on specific criteria. 6 video clips, 9 blogs and 6 articles were created by journalists during the training and were later published in the press or posted online (available only in Georgian).

In the framework of the ENPI FLEG Program experts of the Vasil Gulisashvili Forest Institute are conducting a study on the economic and social impact of unsustainable forest practices in Georgia. Another study on current practices of sustainable forest management is almost completed.

Other activities to be conducted under the workplan for Georgia include:

  • Awareness raising campaigns within the private sector, promoting the adoption of Responsible Purchasing Policies;
  • Strengthening of capacity of the local communities for revenue collection from utilization of timber and non-timber forest products in a sustainable manner;
  • Development of indicators and methodology for assessment of illegal logging and forest crime; as well as the methodology and guidelines for classification of Georgian Forests based on internationally acknowledged ecosystem approach and sustainability;
  • Development of training modules and conducting trainings for forestry personnel, forest inventory specialists, environmental protection inspection and environmental crime investigation department of the Ministry of Environmental Protection and Natural resources of Georgia;
  • Regional workshop on voluntary forest certification and capacity building activities for improved custom procedure, better traceability (wood tracking systems) and monitoring  in order to contain illegally harvested timber flow;
  • A regional workshop on transboundary timber flow is planned for the autumn 2010.

Visit the Georgia ENPI FLEG website  for more information.


საქართველო

საქართველოს ტყეს დღესდღეობით საფრთხე ემუქრება არამდგრადი სატყეო პრაქტიკის, არალეგალური ჭრისა და ძოვების, კლიმატის ცვლილებისა და სხვა მიზეზების გამო. საქართველოს ტყის ფართობის შემცირება და დეგრადაცია გამოწვეულია მრავალი მიზეზით, რომლებიც ერთობლივად ახდენენ გავლენას ტყეზე და აზარალებენ მას. მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული შიდა და საერთაშორისო ბაზრის გამო ტყის რესურსების კომერციული მიზნებისათვის გამოყენებისას ნაკლები ყურადღება ექცევა საბაზრო პროცესების ზემოქმედებას ბუნებისდაცვით და სოციალურ ასპექტებზე. ტყეზე დამოკიდებულ რაიონებში არსებული ენერგიის ალტერნატიული წყაროებისა და შემოსავლის ნაკლებობა უბიძგებს მოსახლეობას უკანონოდ გაჩეხოს ტყე. სატყეო სექტორთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკა სუსტადაა განვითარებული, სამართლებრივ ჩარჩოებს კი ასუსტებს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები.

საქართველოში პროგრამის ძირითადი მიზნებია წვლილი შეიტანოს ტყის კანონიერი და მდგრადი მართვისა და პრაქტიკის დამკვიდრებაში, კანონის უზენაესობისა და ადგილობრივი საარსებო წყაროების გაძლიერებაში. ENPI FLEG პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ. მისი განმახორციელებელი პარტნიორები არიან მსოფლიო ბანკი (WB), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN).

საქართველოს სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ოთხი სახის საქმიანობებ:

  • FLEG-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და წამყვანი ორგანიზაციების კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერება;
  • FLEG-ის პროცესში სახელმწიფოს ჩართულობის გაზრდა და სახელმწიფო ორგანოების მიერ მისი პოლიტიკის, დაგეგმვისა და მონიტორინგის გაუმჯობესება;
  • გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და მონაწილე მხარეების წარმომადგენელი სპეციალისტების ტრენინგები და შესაძლებლობების ამაღლება ტყის სექტორის გაუმჯობესებული მართვისა და კანონაღსრულებისთვის;
  • რეგიონალური თანამშრომლობა და ცოდნის გაზიარება.

ამ ძირითადი საქმიანობების ფარგლებში საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს შემდეგი სპეციფიური საქმიანობები: 

ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა პროგრამის შესახებ საინფორმაციო ლიფლეტი. ENPI-FLEG პროგრამის ელექტრონული გაზეთი ვრცელდება კვარტალურად. მოქმედია ასევე პროგრამის ეროვნული ვებ-გვერდი.

ENPI FLEG პროგრამის ფარგლებში 5 მაისს თბილისში გაიმართა WWF-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ტყის ნებაყოფლობითი სერტიფიცირებისა და ტყის მდგრადი მართვის ეროვნული სტანდარტების შესახებ [იხ.ლინკი.]

IUCN-ის მედია კომპონენტის ფარგლებში შემუშავდა მედია მონიტორინგის და ანალიზის გეგმა და ჟურნალისტებთან თანამშრომლობის სტრატეგია. მომზადდა ასევე გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე ჟურნალისტების მონაცემთა ბაზა და ხდება მისი რეგულარული განახლება. 2010 წლის 14-17 მაისს აბასთუმანში ჩატარდა ტრენინგი გარემოსდაცვით სამოქალაქო ჟურნალისტიკაში. ტრენინგში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა დაGგანაცხადი შემოიტანა დაახლოებით 90-მა ჟურნალისტმა, საიდანაც წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოხდა 19 მათგანის შერჩევა. შერჩეული ჟურნალისტები წარმოადგენდნენ ეროვნულ და რეგიონალურ მედია-საშუალებებს ჟურნალების, რადიოს, ტელევიზიების, ინტერნეტ-პორტალების, ახალი ამბების სააგენტოების და მედიასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ჩათვლით. ტრენინგის განმავლობაში ჟურნალისტებმა მოამზადეს 6 ვიდეო კლიპი, 9 ბლოგი და 6 სტატია, რომლებიც შემდეგ გამოქვეყნდა პრესაში ან განთავსდა ინტერნეტში.

ENPI FLEG პროგრამის ფარგლებში ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ექსპერტები ატარებენ კვლევას საქართველოს სოფლის მოსახლეობაზე ტყის არამდგრადი პრაქტიკის ეკონომიკური და სოციალური გავლენის შესახებ. მეორე კვლევა, რომელიც ეხება საქართველოში ტყის მართვის არსებული სტანდარტებისა და პრაქტიკას, დასრულების სტადიაშია.

სხვა საქმიანობები, რომლებიც ENPI FLEG პროგრამის სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველოში უნდა განხორციელდეს, შემდეგი:

  • კერძო სექტორში ცნობიერების ამაღლების კამპანიები, პასუხისმგებლობიანი შესყიდვის პოლიტიკის მიღების ხელშეწყობა;
  • ტყის სამერქნე და არასამერქნე პროდუქტის მდგრადი გამოყენებიდან შემოსავლების მიღებაში ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა;
  • ტყის არალეგალური ჭრისა და სატყეო სექტორში ჩადენილი სხვა დანაშაულის მასშტაბების შეფასებისათვის ინდიკატორებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება; ასევე, საქართველოს ტყის კლასიფიკაციისთვის მეთოდოლოგიის და სახელმძღვანელო წესების შემუშავება, რომლებიც დაეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ ეკოსისტემურ მიდგომებსა და მდგრადობას;
  • სატყეო სექტორის პერსონალისათვის, სატყეო სექტორის ინვენტარიზაციის სპეციალისტებისათვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტისათვის ტრენინგების მოდულების შემუშავება და ტრენინგების ჩატარება;
  • ტყის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების შესახებ რეგიონალური სემინარის ჩატარება და ასევე არალეგალურად მოპოვებული ხე-ტყის საზღვარზე გადატანის აღკვეთის მიზნით იმ საქმიანობების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საბაჟო პროცედურების გაუმჯობესებას, ხე-ტყის საზღვარზე მოძრაობის უკეთ აღრიცხვას და მონიტორინგს;
  • რეგიონში ხე-ტყის ტრანსსასაზღვრო მოძრაობასთან დაკავშირებული რეგიონალური სემინარის ჩატარება დაგეგმილია 2010 წლის შემოდგომისათვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPI FLEG პროგრამის ქართულ ვებ-გვერდს.